ბიზნესი
07/09/2020

საქართველო, როგორც საინვესტიციო ლოკაცია - ქვეყანას უცხოელი კონსულტანტები სტუმრობენ

საქართველოს პირველად საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები გერმანიიდან, ამერიკიდან და ბალტიისპირეთიდან სტუმრობენ.

ტური 7-10 სექტემბერს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით იმართება.

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” წარმომადგენლებსა და სამ საერთაშორისო ექსპერტს შორის პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა. სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა ექსპერტებისთვის ქვეყნის ეკონომიკაზე, საინვესტიციო პოტენციალსა და მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებულ სახელმწიფო პროგრამებზე პრეზენტაცია წარუდგინა. KPMG-ის წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოს საგადასახადო სისტემაზე.

სააგენტოს ცნობით, ვიზიტისას, ლოკაციების კონსულტანტები გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო გარემოს და შეხვდებიან საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. შ

მოწვეულ პროფესიონალებს შორის არიან საერთაშორისო კომპანიები - KPMG, Conway და GDP Global. 

“პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, ლოკაციების კონსულტანტებთან თანამშრომლობა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ჩვენთვის” - ამბობს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.

სააგენტოში აღნიშავენ, რომ ბოლო წლებში, საკმაოდ გაზრდილია იმ ინვესტორების რაოდენობა, რომლებიც საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების მომსახურებით სარგებლობენ. შესაბამისად, საქართველოს ბიზნესკლიმატის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და მეტი ინვესტიციის მოზიდვის მიზნით მათთან აქტიური მუშაობა უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სააგენტო “აწარმოე საქართველოში მსგავსი ტურების გამართვას მომავალშიც გეგმავს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023