ბიზნესი
24/03/2021

საქართველომ ეკონომიკური სიძლიერისთვის რძის წარმოება უნდა განავითაროს - გლენბერი

გაყინული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორი კომპანია „გლენბერის“ დამფუძნებელი რაფაელ მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ საქართველო ეკონომიკურად რომ გაძლიერდეს, ამისთვის რძის წარმოება უნდა განავითაროს.

მისი ინფორმაციით, მიზეზი, თუ რატომ ვერ ვითარდება დღეს ქვეყანაში რძის ინდუსტრია, არის ფინანსებზე ნაკლები ხელმისაწვდომობა.

„თანხა უნდა მოვიზიდოთ სესხად და არა საჩუქრად.  წლიური 2-3%-იანი სესხის დაბრუნებაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ხალხი. ეს გახდება იმის საფუძველი, რომ განვითარდეს წარმოება და დასაქმდეს ხალხი,“ - აცხადებს მაღალაშვილი.

მისი განმარტებით, საქართველოში  რძის მწარმოებელი 2 დიდი ქარხანა საკმარისი იქნება. „დღეს საქართველოდან ყოველწლიურად გადის 2.5 მილიარდი ლარი მარტო რძის პროდუქტების შემოტანაზე და 2 მილიარდი ლარი - რძის ფხვნილის შემოტანაზე. საკუთარი წარმოების არსებობის შემთხვევაში კი ასეთი გასავალი ქვეყანას არ ექნება," - აცხადებს მაღალაშვილი.

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში, 2020 წელს რძის წარმოება გაიზარდა. უწყების წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის ბოლოს რძის წარმოებამ 99 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.3%-ით  მეტია.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023