ბიზნესი
06/10/2020

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახმეტაში მატყლის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად ბანკის ჩართულობით ახმეტაში, კერძოდ ზემო ალვანში, მინი, მატყლის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.  

საწარმო საკმაოდ წარმატებულად ოპერირებს და თუკი მანამდე წლის განმავლობაში 20 დან 25 ტონამდე მატყლი მუშავდებოდა, ახლა უკვე საწარმოს წლიური გადამუშავება 60-დან 70 ტონამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საწარმო ხელს უწყობს მეცხვარეობის განვითარებასაც, რადგან პროდუქციის წარმოებისთვის იყენებს ადგილობრივ მატყლს, თუშ მეცხვარეებს  კი აღარ უწევთ მატყლის გასაღების ბაზრის მოძიება.

საწარმოს ძირითადი მომხმარებლები არიან: სპეციალიზირებული მაღაზიები, პროფესიული სასწავლებლები, კერძო სახელოსნოები და ფიზიკური პირები.

პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 160 000 ლარია. ბანკის მხრიდან  პროექტის დაფინანსებისთვის 52 000 ლარი გამოიყო. საწარმოს დღესდღეობით 10 ადამიანი ყავს  დასაქმებული.

„საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის მიზნით მცირე ზომის ბიზნესების დაფინანსებას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით ახმეტაში მინი მატყლის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა, სადაც აქტიურად იწარმოება ძაფი და თექა. მიგვაჩნია, რომ ასეთი პროექტების განხორციელება რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით ფინანსურ მხარდაჭერას.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023