ბიზნესი
24/09/2020

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხის ნაკეთობების ბრენდი "თილისმა“ წარმოებას აფართოებს

საქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდი „თილისმა“ წარმოებას აფართოებს.

კომპანიამ საქმიანობა 2018 წელს დაიწყო და დღეს ბრენდის ნაკეთობების რეალიზაცია უკვე www.amazon.com-ზე ხორციელდება. წარმოებული პროდუქტის გამრავალფეროვნების მიზნით განხორციელებულმა ინვესტიციამ 58,000 დოლარი შეადგინა.

წარმოების პროცესში 13 ადამიანია ჩართული. ბრენდი 5 სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს. ესაა ხელნაკეთი წიგნის დამჭერები. „თილისმა“ ამაზონის გარდა პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციასაც გეგმავს.

„საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდ „თილისმას“ მიეცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო გააფართოვოს წარმოება სხვადასხვა სახეობის ხის ნაკეთობების რეალიზაციით. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესების წახალისებას, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ ისინი და შეიტანონ საკუთარი წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023