ბიზნესი
06/10/2020

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოზურგეთში ვარდების სათბური აშენდა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ვარდების სათბური აშენდა.

სათბურში დარგულია 8000 ძირი ვარდი. მისი რეალიზაცია ძირითადად დასავლეთ საქართველოში ხდება. კომპანია ასევე აქტიურად მუშაობს სანერგე მეურნეობის განვითარებაზე.  პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მხრიდან 210 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.  პროექტის ფარგლებში ამჟამად საქმიანობაში 7 ადამიანია ჩართული.

„საქართველოს ბანკი სხვადასხვა დარგის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვერდით დავუდგეთ ბიზნესებს, რომლებიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნით ავითარებენ საქართველოს ეკონომიკას და ქმნიან მეტ შესაძლებლობებს. მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ოზურგეთში სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ვარდების სათბური აშენდა. სათბური აქტიურად მუშაობს, რომ კიდევ უფრო მეტად  შეუწყოს ხელი ქვეყნის მასშტაბით სანერგე მეურნეობის განვითარებას. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ პროექტის ფარგლებში ყველა დასაქმებულს. საქართველოს ბანკი მუდმივად მზად არის მხარი დაუჭიროს ადგილობრივ პროექტებს.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023