ბიზნესი
08/10/2020

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  სოფელ საჯავახოში ფერმა აშენდა

საქართველოს ბანკი სოფლის მეურნეობის წახალისებას აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით სამტრედიის რაიონში, სოფელ საჯავახოში საქონლის ფერმა აშენდა.

პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მხირად 60,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება   30 სულზე გათვლილ,  კაპიტალური ფერმისა და  დამხმარე შენობა-ნაგებობის აშენებას მოხმარდა. ფერმერი აწარმოებს ყველს და ხორცს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე ფუნციონირება დაიწყო  რესტორანმა, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან სტუმრებს წარმოებული რძითა და ხორცით უმასპინძლდება. მეწარმე უახლოეს მომავალში ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოვებას და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მაღაზიის გახსნასაც გეგმავს.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით სამტრედიაში სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო ვითარდება. საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის მხარდაჭერა ერთერთი უცვლელი პრიორიტეტია. ამჯერად ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით სამტრედიაში საქონლის ფერმა და სასაუზმე რესტორანი გაიხსნა. მიგვაჩნია, რომ ასეთი ინიციატივების მხარდაჭერა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს  როგორც აგრო სექტორის, ასევე რეგიონის  ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023