ბიზნესი
06/02/2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი სასტუმრო "ონიქს ჰოტელსი" გაიხსნა

საქართველოს ბანკი სასტუმრო და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით თბილისში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „ონიქს ჰოტელსი“ გაიხსნა, რომელიც  5 500 კვ.მ-ზეა განთავსებული. პროექტის ჯამური ღირებულება 11 მილიონი ევროა.

ბანკის ფინანსური მხარდაჭერა სასტუმროს და რესტორნის რემონტსა და მის კეთილმოწყობას მოხმარდა. სასტუმრო ორ თაუერს მოიცავს, რომელსაც  100 ნომერი, საკონფერენციო დარბაზები, ლაუნჯი, რესტორანი და საპარკინგე სივრცე აქვს.

„საქართველოს ბანკის დახმარებით შევძელით ახალი პროექტის განხორციელება. რაც მთავარია, ჩვენი სასტუმრო ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენდა. ეს მოიცავს ენერგომისიურ მინებს, რომელიც დიდი რაოდენობით აკავებს სითბოს. ასევე, სასტუმროს ნომრის ჭერი და კედლები აშენებულია სპეციალური მასალით, რაც ტემპერატურის მიმოცვლასა და ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს, სასტუმრო აღჭურვილია თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარებითა და სისტემებით, ცეცხლმედეგი კარებით, იატაკით და ფარდებით. სასტუმროში მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დატკბნენ ჩვენი პანორამული ხედებით და ესტუმრონ ჩვენს რესტორანს, სადაც ცნობილი ბრენდ შეფის კონსტანტინე თედელურის მიერ მომზადებულ  უგემრიელეს კერძებს დააგემოვნებენ “, - განაცხადა სასტუმროს წარმომადგენელმა, ილია ცინცაძემ.

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შევძელით პროექტის დაფინანსება, რომელიც სასტუმრო და სამშენებლო სექტორს აძლიერებს. ეს ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, რადგან იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. გუნდს წარმატებას ვუსურვებთ საქმიანობაში. ჩვენ კი მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების ხელშეწყობას,“- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023