ბიზნესი
06/02/2023

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი "იზი ჩარტერი" გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკური სერვისების გლობალური მომწოდებელი ავიაკომპანია "იზი ჩარტერი" შემოუერთდა. კომპანია 2015 წლიდან სხვადასხვა კატეგორიის ტვირთების ავიაგადაზიდვებს რეგულარულად ახორციელებს.

„იზი ჩარტერის“ მთავარი მისიაა მომხმარებლისთვის შექმნას მაქსიმალური კომფორტი და მოახდინოს პოზიტიური ცვლილებები გარემოსა და ადამიანებზე. გუნდი გამუდმებით ახალ მიზნებს ისახავს და, კვალიფიცირებული და გამოცდილი თანამშრომლების დახმარებით, ორიენტირებულია ბაზარზე ხარისხისა და სტანდარტის ზრდაზე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას მოპოვებული აქვს აკრედიტაცია ევროპაში, გაერთიანებულ სამეფოში, ჰონკ-კოგში, საიდანაც წარმატებით ხორციელდება ავიაგადაზიდვები სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ხორციელდება ფრენები მალაიზიიდან, ინდონეზიიდან მაკაუდან და ტაივანიდან ნებისმიერი მიმართულებით.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში  არაერთი ქვეყნის დახმარება, პისიარ ტესტებით, ვაქცინებითა და სამედიცინო წამლებით, მათ შორის საქართველოში „იზი ჩარტერმა“ მილიონი ვაქცინა შემოიტანა.

ასევე, კომპანია აქტიურადაა ჩართული უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების მიწოდების პროცესში, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა უკრაინელი ხალხისთვის. აღსანიშნავია, რომ იზი ჩარტერი არის ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც რეგულარულად ახორციელებს ევროპიდან ჰუმანიტარულ რეისებს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ავიაკომპანია „იზი ჩარტერს“ BAG-ის წევრთა რიგებში. საქმიანობა, რომელსაც „იზი ჩარტერი“ ეწევა მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. პროფესიონალების გუნდი, რომელიც მართავს კომპანიას ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე, რაც განაპირობებს ხარისხიანი სერვისების მიღებას. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, მათი საქმიანობა უკრაინაში, რადგან ასეთ დროს მსგავსი მხარდაჭერა უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023