ბიზნესი
01/02/2023

საქართველოს რკინიგზის დელეგაცია ბრიუსელში CER-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო 

საქართველოს რკინიგზის დელეგაცია ბრიუსელში, ევროპის სარკინიგზო გაერთიანების (CER) ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. 

ტრადიციულ ღონისძიებაზე ევროპული რკინიგზების წარმომადგენლები იკრიბებიან.  წლევანდელ ცერემონიაზე რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინეს, მათ შორის იყო უკრაინის რკინიგზა, რომელსაც ევროპის რკინიგზების გაერთიანების 2023 წლის ჯილდო გადაეცა.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა სარკინიგზო სექტორში ქალების როლის გაძლიერება. სწორედ ამის დასტურია, რომ სექტორის წლის ინოვატორის   ჯილდო- ქალბატონმა მიიღო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით   აქტიურად მუშაობს საქართველოს რკინიგზაც. ღონისძიებაზე ევროპარლამენტის პრეზიდენტის ვიდეო მიმართვა აჩვენეს. რობერტა მაცოლამ აღნიშნა, რომ რკინიგზა უსაფრთხო, ეკო-მეგობრული ტრანსპორტია და რომ სარკინიგზო სექტორის განვითარება ევროპის მომავლისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. დაჯილდოების ცერემონიაზე შვედეთის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა სფეროს გამოწვევებზე, კერძოდ გამარტივებულ სერვისებზე,  ოპერატიულ  გადაყვანებსა და მომსახურების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს რკინიგზის დელეგაცია უცხოელ კოლეგებს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023