ბიზნესი
15/04/2021

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი მტკვარი ჰესის მშენებლობას 2021 წლის ბოლოს დაასრულებს

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი მტკვარი ჰესზე ძირითადი სამუშოების დასრულებას 2021 წლის ბოლოსთვის  გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ განუცხადა, მტკვარი ჰესი ინვესტიციების მოცულობით საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყველაზე მსხვილი პროექტია, მისი საინვესტიციო ღირებულება 157 მლნ დოლარია. 

2014 წელს თანაინვესტირების ფონდმა მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი სრულად შეისყიდა და მშენებლობა გააახლა. პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 251.5 მლნ კვტ.სთ.

სავარაუდო წლიური გამომუშავება საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების 2% (2020 წელს 12.7TWh).

„პროექტი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, 2020 წლის თებერვლის თვის დასაწყისში,  „მტკვარი ჰესის“ ფარგლებში, საქართველოში Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაცია დასრულდა (გვირაბის სიგრძე 9,6 კმ-ია, ხოლო ექსკავაციის დიამეტრი 6 მეტრი). გვირაბის ექსკავაცია პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ეტაპი იყო, მოცემული ფაზის დასრულებით მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა,“ - აცხადებს ებრალიძე.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023