ბიზნესი
31/08/2023

საქართველოში ავეჯის პოლონური ბრენდი BLACK RED WHITE შემოვიდა

ICR ჯგუფმა საქართველოში ავეჯის პოლონური ბრენდი BLACK RED WHITE შემოიყვანა. 

როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, პირველი მაღაზია თბილისში, ივლისის ბოლოს გაიხსნა, პირველ შედეგებზე საუბარი კი გახსნიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი. 

მისივე თქმით, Black Red White-ის პირველი შოურუმი თბილისში (დიღომში) 1000 კვ.მ ფართობზე განთავსდა, თუმცა, სამომავლოდ, ბათუმში შესვლაც იგეგმება.

"ბათუმი ცოტა პრობლემატურია,იქ დიდი ფართის მოძიება მარტივი არ არის.  შესაბამისად, ორი გამოწვევა გვაქვს. პირველი, რამდენად მიიღებს ახალ ბრებს ქართული ბაზარი და მეორე, ლოკაციის მოძიება,"-აცხადებს ხაზარაძე. 

ICR ჯგუფი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა. ჯგუფმა ოპერირება ქართულ ბაზარზე 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023