ბიზნესი
01/11/2022

საქართველოში ბიოდიზელის წარმოება 5-ჯერ გაიზრდება - „ბიოდიზელ ჯორჯია“ ახალ საწარმოს ააშენებს

საქართველოში ბიოდიზელის მოხმარება და ცნობადობა სულ უფრო იზრდება, უახლოეს პერიოდში კი წარმოებაც გაიზრდება. ამ მიმართულებით მომუშავე კომპანია „ბიოდიზელ ჯორჯია“ ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ წელს ამუშავდება. ახალი საწარმო 5-ჯერ უფრო დიდი იქნება, ვიდრე არსებული და ის თვეში 500 ტონა ბიოდიზელის წარმოებას შეძლებს. უკვე შერჩეულია ქარხნის ასაშენებელი ადგილიც.

როგორც „ბიოდიზელ ჯორჯიას“ დირექტორი გიორგი თოფჩიშვილი განმარტავს, „ბიოდიზელ ჯორჯია“ რესტორნებიდან და სხვადასხვა საწარმოებიდან მეორად ზეთს აგროვებს და მისგან ეკოლოგიურად სუფთა ბიოდიზელს აწარმოებს, რომლის დიდი ნაწილი ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში გადის, ნაწილი კი- ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

„ბიოდიზელ ჯორჯია“ სამომავლოდ ადგილობრივ ბაზარზე კიდევ უფრო გაფართოებას და ბიოდიზელის რეალიზაციის კუთხით, მსხვილ ბრენდებთან თანამშრომლობას განხილავს.

როგორც გიორგი თოფჩიშვილი ამბობს, ამ ეტაპზე, „ბიოდიზელ ჯორჯიას“ საქართველოს მასშტაბით, 2000-ზე მეტი კლიენტი ჰყავს, რომელიც მეორად ზეთს აბარებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023