ბიზნესი
25/10/2022

საქართველოში გადაზიდვების დაგეგმვა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

საქართველოში გადაზიდვების დაგეგმვა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი. ახალი ინოვაციური პლატფორმა - Translive იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, ციფრულად, ელექტრონულ სივრცეში დაგეგმონ გადაზიდვა და ამავდროულად, მიიღონ ექსკლუზიური შეთავაზებები როგორც გადაზიდვის, ისე დაზღვევის მიმართულებით. Translive-ის საშუალებით საერთაშორისო გადაზიდვები გადაინაცვლებს მთლიანად ციფრულ სივრცეში. იმპორტიორი/ექსპორტიორი კომპანიები, რომლებსაც დღემდე უწევდათ ტვირთის გადაზიდვისთვის საუკეთესო პირობების მოძიება  სხვადასხვა არხებით, ახლა უკვე ერთ პლატფორმაზე შეძლებენ სრული ინფორმაციის მოპოვებას და სერვისის მიღებას ოპტიმალურ ფასად.

Translive მომხმარებელს სთავაზობს ონლაინ აუქციონს, რომელიც დაეხმარება მას, შეარჩიოს კონკრეტული გადამზიდავი კონკრეტულ მარშრუტზე. პლატფორმის მეშვეობითვე მოხდება ყველა აქტიური გადაზიდვის დაზღვევა, დოკუმენტების სწრაფი მიმოცვლა, რაც ამარტივებს გადაზიდვის პროცესს, ამცირებს დროს, ზოგავს ფინანსებს და ამაღლებს სერვისის ეფექტურობას.

Translive ბენე ჯგუფის, კაიროს ლოჯისტიკის და ლემონდუს ერთობლივი პროექტია. ამ კომპანიებს საერთაშორისო გადაზიდვებში და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით 10 წლიანი გამოცდილება აქვთ. პროექტის ექსკლუზიური პარტნიორია სადაზღვევო კომპანია "ალდაგი".

“მოხარულები ვართ, რომ დავასრულეთ გადაზიდვების ციფრულ პლატფორმაზე მუშაობა. ვფიქრობთ, ეს ინიციატივა რეალურად გააჯანსაღებს ბაზარს, მომხმარებელი მიიღებს საუკეთესო შეთავაზებებს, უსაფრთხოების გარანტიებს, ხოლო გადამზიდავი კომპანიებისთვის ეს იქნება ახალი შესაძლებლობა. დღეს წარმატებული ბიზნეს გადაწყვეტილებები წარმოუდგენელია ტექნოლოგიური განვითარებისა და ციფრული ხელსაწყოების გარეშე. გვჯერა, რომ ჩვენი პროექტით გავამარტივებთ საერთაშორისო გადაზიდვებს და გავზრდით ეფექტურობას”,- აცხადებს Translive-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მიხეილ ნამადოვი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023