ბიზნესი
28/10/2022

საქართველოში ხის კოტეჯები 10-დან 15%-მდე გაძვირდა, თუმცა მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება

ბოლო თვეებში გაძვირებულმა ნედლეულმა და გაზრდილმა ტრანსპორტირების ხარჯებმა, ქვეყანაში ხის კოტეჯები 10-დან 15%-მდე გააძვირა. მიუხედავად ამისა, საქართველოში ამ პროდუქტის შეძენით დაინტერესებული პირების რიცხვი დღითიდღე იზრდება. სექტორის წარდმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს აქვს რესურსი, ხის კოტეჯების წარმოებით გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს, ვინაიდან, ჩვენი ქვეყანა ცდილობს, მუდმივად განახლებულ არქიტექტურულ სტანდარტებს ფეხი აუწყოს და ხის კოტეჯების წარმოება მაღალ დონეზე განავითაროს.

თუმცა, დარგისთვის, ამ დრომდე გამოწვევად რჩება გაძვირებული მასალები, რაც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. ქართული კომპანიები აპირებენ, აღნიშნული ქვეყნიდან იმპორტირებული ნედლეული ადგილობრივი წარმოების მასალებით ჩაანაცვლონ.

ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა kotejebi.ge, რომლის გაყიდვების მენეჯერი მარიამ შენგელია „ბიზნესპარტნიორს“ უყვება, რომ ადგილობრივ მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, რათა მშენებლობისას ქართული ხის მასალა გამოიყენოს.

„ხის კოტეჯების წარმოებით საქართველო არის საკმაოდ წარმატებული. ბაზარზე გყვავს რამდენიმე წამყვანი კომპანია, რომლებიც ექსპორტზეც კი მუშაობენ. უახლოეს პერიოდში, ჩვენც ვაპირებთ, ჩვენი პროდუქცია უცხოურ ბაზრებზე გავყიდოთ. ეს დარგი ჩვენს ქვეყანაში იმდენად სწრაფი ტემპით ვითარდება, რომ ვფიქრობთ, 1-2 წლის ვადაში საქართველო შეძლებს, რომ ხის კოტეჯების ბაზრის გლობალურ მოთამაშეებს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს“, - აღნიშნა მარიამ შენგელიამ.

ცნობისთვის, kotejebi.ge ბაზარზე 2 წლის წინ გამოჩნდა და უკვე 8 დასრულებული პროექტის ავტორია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023