ბიზნესი
14/11/2022

საქართველოში პირველი ინტრავენური თერაპიის ველნეს ცენტრი გაიხსნა

საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვის ახალი შესაძლებლობა საქართველოსთვის: ქვეყანაში პირველი ინტრავენური თერაპიის ველნეს ცენტრი - „დროფს ველნესი“ გაიხსნა, რომელიც თანაბრად დააინტერესებს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს.

ენერგიის აღდგენა, დეტოქსი, სილამაზის ელექსირი, პოსტ-კოვიდი, პოსტ-ალკო, თმის ცვენის შეჩერება - ეს იმ კოქტეილების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მომხმარებლებს  „დროფს ველნესში“ დახვდებათ. როგორც პირველი ინტრავენური თერაპიის ველნეს ცენტრის დამფუძნებლები ამბობენ, პროცედურა არის სწრაფი, უმტკივნეულო და კომფორტული. შედეგად, სეანსის შემდეგ, განახლებული მუხტით შეძლებთ დღის გაგრძელებას. მათივე ინფორმაციით, ვიტამინებისა და მინერალების გადასხმა ახდენს სხეულის რეჰიდრაციას, სიღრმისეულ წმენდასა და საკვები ნივთიერებებით მომარაგებას.

გარდა ინტრავენული ინფუზიებისა, „დროფსში“ მისულ მომხმარებელს მრავალი სარეაბილიტაციო და ესთეტიკური პროცედურა დახვდება. ესენია:

  • ფიზიოთერაპია
  • ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია
  • სახის სპა პროცედურები
  • აპარატული კოსმეტოლოგია
  • ინიექციური პროცედურები

ცნობისთვის, ინტრავენული თერაპიის შესაძლებობები უკვე მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი და დიდი ხანია მას რეგულარულად იყენებენ. ეს სწრაფად მომქმედი პროცედურა ხანგრძლივი ეფექტით გამოირჩევა და დადებითად მოქმედებს როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე სილამაზესა და განწყობაზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023