ბიზნესი
03/11/2022

საქართველოში წარმოებული ყურძნის წიპწის ზეთი ევროპის ბაზარზე იყიდება

საქართველოში წარმოებული ყურძნის წიპწის ზეთი ევროპის ქვეყნებში იყიდება.

საექსპორტო პროდუქციას „ეკო ჯორჯიან გრუპი“ აწარმოებს, რომელიც კახეთში 2018 წლიდან, ეკოლოგიურად სუფთა, უნარჩენო წარმოებას ფლობს. ყურძნის წიპწის ზეთი ცივად გამოხდის მეთოდით მზადდება.

კომპანია გამოწურული ყურძნის ნარჩენს ახლომდებარე ქარხნებიდან იბარებს, შესაბამისად, წარმოების ციკლი რთველზეა მიბმული.  როგორც „ეკო ჯორჯიან გრუპში“ ამბობენ, საქართველოში ყურძნის წიპწის რეალიზაცია ჭირს, რადგან, პროდუქტის ცნობადობა ადგილობრივ ბაზარზე დაბალია, თუმცა ამ დარგს ქვეყანაში განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ყურძნის წიპწის ზეთი როგორც კვების მიმართულებით, ისე უმაღლესი ხარისხის კოსმეტიკაში გამოიყენება.

“ჩვენ ძირითადად ვმუშობთ რქაწითელსა და საფერავზე. ჩვენ მიერ დამზადებული წიპწის ზეთის ანალიზმა, რომელიც ევროპაში ჩავატარეთ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამ ანალიზების შემდეგ, ევროპელები, მათ შორის თავად ზეთის მწარმოებელი კომპანიები ყიდულობენ ჩვენგან ზეთს. მერე, ალბათ, თვითონვე აფასოებენ და ყიდიან ევროპის სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა „ეკო ჯორჯიან გრუპის“  წარმოების ხელმძღვანელმა თამაზ აფხაზავამ „ბიზნესპარტნიორთან“ და დასძინა, რომ ქართული წიპწის ზეთი უცხოურ ანალოგებს კონკურენციას მაღალი ხარისხით უწევს.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, „ეკო ჯორჯიან გრუპი“ სეზონზე 1000-2000 ტონამდე გამოწურული ყურძნის ნარჩენს იბარებს. კომპანიას აქვს რესურსი, რომ მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, სეზონზე 50 ტონამდე წიპწის ზეთი აწარმოოს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023