ბიზნესი
11/10/2020

სახელმწიფო კორპორაციები არ უნდა იყვნენ "საპარტნიორო ფონდის" შემადგენლობაში – გიორგი დანელია

საპარტნიორო ფონდი რეორგანიზაციის მოლოდინშია. რას საქმიანობს ფონდი, რომელსაც რეფორმირებამდე ახალი პროექტების დაწყება შეეზღუდა -  ფონდის მიმდინარე პროექტებსა და საქმიანობის სამომავლო სტრატეგიაზე ისაუბრა "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" ისაუბრა.

„ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის აუცილებლობაზე, როგორც ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსთან, ასევე, პარტნიორებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომელთა ჩართულობა და როლი ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ რეორგანიზაციის ფარგლებში, არის სახელმწიფო აქტივების ფონდის გარეთ გატანა. მივიჩნევთ, რომ საქართველოს რკინიგზა და სხვა მსხვილი სახელმწიფო კორპორაციები არ უნდა იყვნენ „საპარტნიორო ფონდის“ სტრუქტურის შემადგენლობაში, ფონდი უნდა კონცენტრირდეს მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობაზე. ეს პროცესი დაწყებულია. რეფორმირების პირველ ეტაპზე ენერგეტიკული კომპანიები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“  და „ესკო“  გავიდნენ  ფონდის სტრუქტურიდან და ეკონომიკის სამინისტროს გადავეცით,“ - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი დანელიამ.

როგორც გორგი დანელიამ არნიშნა, „საპარტნიორო ფონდი“ უნდა იყოს საინვესტიციო ფონდი, რომელიც კონცენტრირდება კონკრეტულ პროექტებზე, კონკრეტული მიმართულებით.

„ვფიქრობთ, ჩვენი როლი მნიშვნელოვანია  წარმოების, ასევე, მაღალტექნოლოგიური სექტორის განვითარებაში. აქვე აღსანიშნავია, რომ  ჩვენ არ ვართ პროაქტიური ინვესტორები, ჩვენ არ მივდივართ ბიზნესთან და არ ვუწევთ კონკურენციას ბანკებს ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც დააფინანსებდნენ ამა თუ იმ პროექტს. ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, მათი დამხმარე და ბიზნესი თვითონ მოდის ჩვენთან, თუ მას სჭირდება კაპიტალით დაფინანსება და არა - სესხი. „საპარტნიორო ფონდი“ კი ეხმარება ბიზნესს, რომ მათი პროექტი ბანკისთვის უფრო მიმზიდველები გახდეს“, - განაცხადა გიორგი დანელიამ.   

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023