ბიზნესი
28/01/2021

სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების მართვის სპეციალურ ჯგუფს ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებს

მთავრობის  სხდომაზე სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების საკითხს განიხილავენ.

პრემიერის თქმით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების მართვის თვალსაზრისით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს.

„ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში. მიზნად ვისახავთ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ეს არის აუცილებლობა, გამოწვეული იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება და რომელსაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჰქვია.

ჩვენ ამ ნაბიჯს ვიწყებთ პირველ რიგში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემით. დღეს ვიმსჯელებთ, როგორ უნდა დაკომპლექტდეს სამეთვალყურეო საბჭო.

გარდა ამისა, სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი. ეს არ იქნება ერთი საწარმო, რომელზეც ჩვენ გავჩერდებით, ეს იქნება კონკრეტული გეგმა, თანმიმდევრული ნაბიჯების, რომელმაც სახელმწიფო საწარმოების მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან უნდა დაახლოვოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023