ბიზნესი
19/01/2021

საკონტეინერო გადაზიდვები გაძვირდა

კონტეინერების გადაზიდვის ღირებულება საშუალოდ 50%-ით გაძვირდა. როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, ტენდენცია ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოდან დაიწყო.

„კოსკო შიფინგ ლაინის“ ფინანსური დირექტორის განმარტებით, მიზეზი ჩინეთის ექსპორტის რეკორდული ზრდაა, რის გამოც მთელ მსოფლიოში კონტეინერების დეფიციტი შეიქმნა.

„თუ სამი თვის წინ ერთი კონტეინერის გადაზიდვა ჩინეთიდან ფოთის მიმართულებით 3 000 დოლარი ღირდა, დღეს ფასი უკვე 10 000 დოლარამდეა გაზრდილი. ჩინეთმა 2020 წელს ისტორიული, რეკორდული ექსპორტი განახორციელა. რამაც გამოიწვია ის, რომ გემები გადაიტვირთა, ადგილები უბრალოდ აღარ იყო. ტარიფის ზრდის მიზეზი სწორედ ეს ფაქტორი გახდა. ეს ელემენტარულია, როცა გემზე ადგილი არ არის, ფასი იზრდება,“ - აღნიშნა გივი ჩაჩანიძემ.

მისივე განმარტებით, კონტეინერების გადაზიდვის ღირებულება სავარაუდოდ კლებას თებერვლის ბოლოდან დაიწყებს.

„ჩინური ახალი წლის დადგომის შემდეგ, ადგილობრივები სამუშაო ადგილებიდან საკუთარ სახლებში მიემგზავრებიან. რა დროსაც ჩინეთში ქარხნებში წარმოება მცირდება, შესაბამისად მცირდება ჩინეთიდან ექსპორტიც. ეს ავტომატურად გაათავისუფლებს გემებს, კონტეინერებს და ჩვენ გვექნება ფასების დაბლა სვლის ტენდენცია," - აღნიშნა გივი ჩაჩანძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023