ბიზნესი
16/01/2023

საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება

ჩინეთიდან ფოთის პორტის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვების ფასები ბოლო პერიოდში 5-ჯერ შემცირდა და ფაქტობრივად, პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა.

როგორც „კაიროს ლოგისტიკის დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს, თუ პანდემიის დროს, კონტეინერის გადაზიდვის ღირებულება ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით $15 000 აღწევდა , დღეს ეს ფასი $2500-3000-ის ფარგლებშია.

„ეს განპირობებული იმითაც არის, რომ შავი ზღვის აკვატორიაში გასაგები მიზეზების გამო, რუსული პორტები სანქციების ქვეშ არიან. უკრაინულ პორტებში გემები ფიზიკურად ვერ შედიან და ზოგადად, საზღვაო მიმართულებით ტვირთების კლებაც არის, ასეთი ტენდენციააა ბოლო პერიოდში. არამხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეთი ვითარებაა, ამერიკასა და ევროპაშიც შემცირებულია ჩინეთიდან ნაკადი.“ -აღნიშნა მიხეილ ნამადოვმა.

ბოლო მონაცემებით, კონტეინერის გამოყენების საფასურმა $2 238 შეადგინა. რაც 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023