ბიზნესი
23/09/2020

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის დახმარებით "სკა ჯუს ბარი“ 2 ობიექტს გახსნის

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პროგრამის მეშვეობით, ქართული კომპანია „სკა ჯუს ბარი“ დამატებით ორი ობიექტის გახსნას შეძლებს.

გაფართოების მიზნით აღებული სესხის ძირი თანხის 90%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება.

"სკა ჯუს ბარი" საქართველოს ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა და უკვე ორ ლოკაციაზე - ალ. ყაზბეგის 15-სა და თაქთაქიშვილის 7 ნომერში ოპერირებს.

მესამე ფილიალი ფალიაშვილის #13-ში გაიხსნება. ნოემბრის ბოლოს კი ჯანსაღი კვების მოყვარულები მარჯანიშვილის #8-შიც შეძლებენ კომპანიის პროდუქციის დაგემოვნებას.

„სკას მთავარი მიზანია ჩვენს საზოგადოებაში დავამყაროთ ჯანსაღი, სწრაფი კვების კულტურა და გვინდა დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, რომ სწრაფი კვება აუცილებლად უნდა იყოს არაჯანსაღი,“ - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი ანა ტალახაძე.

მისი განცხადებით, კომპანიის კიდევ ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა არის. ამ ეტაპზე „სკა ჯუს ბარში“ 40-მდე ადამიანი მუშაობს, ხოლო გაფართოების შემდეგ, ეს რიცხვი 100-მდე გაიზრდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023