ბიზნესი
01/09/2020

სალონების ფედერაცია: სტილისტების ბინაზე მომსახურება საფრთხის შემცველია

საქართველოს სალონების ფედერაცია სილამაზის ინდუსტრიაში რეგულაციების დაწესებას მოითხოვს.

ფედერაციამ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა. ამავდროულად რეგულაციების შემუშავებასთან დაკავშირებით ფედერაცია თბილისის მერიასა და ეკონომიკის სამინისტროსთანაც გეგმავს თანამშრომლობას.

როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, გამძაფრებულია პრობლემა სილამაზის სალონების სპეციალისტების ე. წ. ბინებზე მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით.

თამუნა შარაშენიძის თქმით, ასეთი ტიპის საქმიანიბა რისკის შემცველია არა მხოლოდ პანდემიის პირობებში, არამედ სხვადასხვა ინფექციების გავრცელების კუთხითაც.

ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში სილამაზის ინდუსტრიაში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი რეგულაციების შემუშავებაა საჭირო, რომელთა შედგენაშიც ფედერაცია მზადაა აქტიურად ჩაერთოს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023