ბიზნესი
08/09/2023

"სამყურა" - ვაპირებ მოსავალი დავაზღვიო და სეტყვისგან დამცავი ბადეები დავამონტაჟო

კახეთში, 2 სექტემბერს მოსულმა სეტყვამ, სოფელ წნორში მდებარე ბიო წარმოება "სამყურაც“ დააზარალა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ნიკა ბაგალიშვილი "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ორგანულ ხილსა და ბოსტნეულს უკვე 5 წელია აწარმოებს და მისი წარმოება ამ დროის განმავლობაში, პირველად დაისეტყვა.

"ამ ეტაპზე მცირე წარმოება მაქვს, შესაბამისად არ მაქვს დაზღვეული. წარმოების ერთი ნაწილი სოფელ წნორში, ჩემს ეზოში, 1500 კვ. ფართობზე მაქვს გაშენებული, ხოლო მეორე ნაწილი ალაზნის ველზეა განთავსებული.  აქედან კი, მხოლოდ ჩემს ეზოში გაშენებული ბოსტნეული დაზარალდა, ხოლო ალაზნის ველზე განთავსებული ბოსტნეული გადარჩა.

ხშირად მსმენია იმის შესახებ, რომ სადაზღვეო კომპანიები ზარალს არასწორად ითვლიან. ამიტომ, პატარა ფართობზე, სადაც ამდენი ერთმანეთისგან განსხვავებული ბოსტნეული მაქვს გაშენებული, დაზღვევა არ მიღირს. მაგრამ 2024 წლიდან წარმოების 50%-ით გაზრდას ვგეგმავ, ჩემს საკუთრებაში არსებულ 3 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთზე, რის შემდეგაც ვაპირებ მოსავალი დავაზღვიო და ბადეები დავამონტაჟო,“-აცხადებს ბაგალიშვილი.

როგორც ბიო წარმოება "სამყურას“ დამფუძნებელი აღნიშნავს, ბადეების დამონტაჟება საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა მისი გამოყენების ხანგრძლივობა და ეფექტურობა ფასს სრულად ამართლებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ამ ეტაპზე არ არის ბიოსერტიფიცირებული. აქედან გამომდინარე, მისი როგორც ბიო პროდუქტის ანაზღაურება დაზღვევის მიერ ვერ მოხდებოდა, თუმცა წარმოების გაზრდის შემდეგ, ბაგალიშვილი ბიო სტატუსის მიღებაზე აქტიურ მუშაობას გეგმავს.

რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, "სამყურას“ პროდუქცია ონლაინ პლატფორმებისა და თბილისში არსებული მაღაზია "წერტის“ მეშვეობით ხორციელდება.

ცნობისთვის, ბიო წარმოება "სამყურა“ კახეთში, სოფელ წნორში მდებარეობს და ორგანულ ხილსა და ბოსტნეულს აწარმოებს.

რაც შეეხება სეტყვისგან დამცავი ბადეების ფასს, ბაზარზე საშუალოდ 1 კვადრატული მეტრის ფასი 1 ლარს შეადგენს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023