ბიზნესი
12/10/2023

"სამშენებლო სექტორისთვის ევროკოდების გამოყენების სტანდარტად ქცევა გამოწვევა იქნება"

„ევროკოდები, როგორც კონსტრუქციული დაპროექტების მიმართულების სტანდარტები,  უკვე ნათარგმნი და ქართულ რეალობასთან შესაბამისობაშია,“ - ამის შესახებ "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ანა საბახტარიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას  განაცხადა.

მისი განმარტებით,  რამდენიმე მათგანი უკვე სტანდარტად დამტკიცდა კიდეც. 

როგორც ასოციაციაში აღნიშნავენ, სექტორისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება ის დრო, როდესაც  ევროკოდები უალტერნატივო გამოყენების სტანდარტად იქცევა.

„თუმცა ამ დრომდე იმედი გვაქვს, რომ ერთობლივად მოვემზადებით და დაწყებული გვაქვს მუშაობა  ამისათვის. სპეციალისტების მომზადება მიმდინარეობს  და ვიმედოვნებთ, რომ სექტორის ყველა წარმომადგენელი გადადგამს ამ  მიმართულებით ნაბიჯს.“-აღნიშნავს ანა საბახტარიშვილი.

რაც შეეხება ევროკოდების ამოქმედების გავლენას მშენებლობების ღირებულებაზე, როგორც ასოციაციაში განმარტავენ,  ცალსახა პასუხი ამ საკითხზე ჯერჯერობით არ არსებობს. 

„ყველა ველით კვლევას, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით ატარებს ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაცია. კონკრეტულ ღირებულებებთან დაკავშირებით პასუხებს ამ ინფორმაციიდან გამომდინარე მივიღებთ.

თუმცა, არსებობს სპეციალისტების მოსაზრებები, რომ ევროკოდების შემოღება არ არის აუცილებელი, რომ ამან შეიძლება გაძვირება გამოიწვიოს. შეიძლება გარკვეული ტიპის შენობები, გარკვეულ ლოკაციებზე გაძვირდეს, მაგრამ ანალოგიურად გაიაფება შეეხოს სხვა ლოკაციაზე ნაგებობას იმიტომ, რომ ევროკოდებში სხვა პრინციპით ხდება დაპროექტება, განსხვავებით საბჭოთა კავშირის დროინდელი პროექტებისგან,  სადაც ხისტი მიდგომა იყო და არ ითვალისწინებდა საჭიროებებს ლოკაციიდან, შენობა ნაგებობის კონსტრუქციიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე.“-აღნიშნა ანა საბახტარაშვილმა.

ცნობისთვის, სავარაუდოდ, 2024 წლიდან საქართველოს სამშენებლო სტანდარტებში ევროკოდები შემოდის, რომელმაც სექტორი სრულად ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს. მათ შორის, აამაღლოს შენობების სეისმომედეგობა და უსაფრთხობა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023