ბიზნესი
11/02/2023

"სამშენებლო სექტორში ევროკოდების შემოღება სიცხადეს შემოიტანს" - კობა ყალიჩავა

„სამშენებლო სექტორში ევროკოდების შემოღება სიცხადეს და განსაზღვრულობას შემოიტანს,“-ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სამშენებლო სამართლის პროფესორმა, კობა ყალიჩავამ ისაუბრა.

 მისი განმარტებით,  ევროკოდების შემოსვლის შემდეგ, სამშენებლო სექტორში არსებული ვითარება ცალსახად გაუმჯობესდება, თუმცა ამისათვის საჭიროა ინსტიტუციური მხარდაჭერა, როგორიცაა კვალიფიციური კადრები და სერთიფიცირებული ექსპერტები.

როგორც ყალიჩავა აცხადებს, შეთანხმების შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რათა დელეგირება არ მოხდეს.

„ჩვენ არსებულ სეისმომედეგობაზე  ძალიან მოძველებული რეგულაციები გვაქვს. რამდენიმე გვერდიანია ეს რეგულაცია და მისი დიდი ნაწილი  დარაიონებაზეა დათმობილი, თუ რომელ სოფელში რამდენ მაგნიტუდაზე  უნდა იყოს მშენებლობა გათვლილი. არსებულ რეგულაციებში კი კონსტრუქციულ მედეგობაზე, პროექტირებასა და მასალის გამოყენებაზე არ არის საუბარი,“ - აღნიშნავს კობა ყალიჩავა.

მისი განცხადებით, მშენებლობის კოდექსმა განსაზღვრა, რომ კონსტრუქციულ ნაწილში და სეისმო მედეგობის ნაწილში, გეზი ევროპული რეგულაციებისკენ უნდა ავიღოთ. მისი თქმით, უნდა იყოს შემუშავებული დანართები, რომელიც ევეროპული კოდების საფუძველზეა გაკეთებული.

„ეკონომიკის სამინისტრომ ეს ევროპული კოდები თარგმნა და დღეს ადაპტირების პროცესს გადის. თუ აქამდე რამდენიმე გვერდზე ვსაუბრობით, აქ ჩვენ ათასობით გვერდზე გვაქვს საუბარი, რომელიც ზუსტად მიუთითებს, რა შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ.“- განმარტავს სამშენებლო სამართლის პროფესორი.

ცნობისთვის, 2024 წლიდან საქართველოს სამშენებლო სტანდარტებში ევროკოდები შემოდის, რომელმაც სექტორი სრულად ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს. მათ შორის, აამაღლოს შენობების სეისმომედეგობა და უსაფრთხობა. ახალი სტანდარტების შემოტანის პარალელურად, განახლდება სეისმური რუკებიც, რაც სეისმური საფრთხის შეფასების საფუძველია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023