ბიზნესი
24/11/2020

სამზარეულოს ხელნაკეთი აქსესუარები - რა გეგმები აქვს ახალ ქართულ ბრენდს "კურკა"

“კურკა” ახალი ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სამზარეულოს ხელნაკეთ აქსესუარებს სთავაზობს. პირველ ეტაპზე მთავარი პროდუქტი ყველის დაფებია.

“დაფებს ბუნებრივი ხის მასალისგან ვამზადებთ. ვიყენებთ კაკალს და წიფელას, რადგან სწორედ ეს მასალაა საუკეთესო, უმაღლესი ხარისხის ყველის დაფების დასამზადებლად.

ყოველი პოდუქტი უნიკალური და განუმეორებელია. მოხატვის ტექნიკა იდენტური ნამუშევრების შექმნის საშუალებას არ გვაძლევს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პროქტმა გაამართლა და დაინტერესება საკმაოდ დიდია.,- აღნიშნავს “კურკას” დამფუძნებელი მაკო ფანჩულიძე.

კომპანია აქტიურად მუშაობს დაფების წარმოების გაზრდასა და სტანდარტიზებაზე, რის შემდგომაც გეგმავს დაინტერესებულ კვების ობიექტებთან, რესტორნებთან, ღვინის კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოებას. ამ ეტაპზე „კურკას“ მასალის რამოდენიმე ადგილობრივი მომწოდებელი ჰყავს და დაფების გარდა მომხმარებლებს სანაყს და გობებს სთავაზობს. მოსახატი მასალა იმპორტირებულია.

„უახლოეს მომავალში იგეგმება როგორც საიტის გაშვება, რომელიც დამატებითი არხი იქნება კომუნიკაციისა და რეალიზაციისათვის, ისე ფასიანი სარეკლამო კამპანიის ჩაშვება სოციალურ მედიაში და თანამშრომლობა რამდენიმე, ნიშურ მაღაზიასთან.

ჯერჯერობით, ნამუშევრებს მხოლოდ ონლაინ ვყიდით და გვაქვს უფასო მიტანის სერვისი. ვიმედოვნებთ, მალე შეგვემატება ჩვენი კუთხეები როგორც თემატურ მაღაზიებში, ისე პერსონალური სივრცეები, კუნძულების სახით, სავაჭრო ცენტრებში. პროდუქციის გაგზავნას საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ქალაქში ვახდენთ. პროდუქციის ჩამონათვალს არაერთი სამზარეულოს აქსესუარი შეემატება, რომლებზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და იმედია, მალე შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს,“– ამბობს მაკო ფანჩულიძე.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, პანდემიის პერიოდმა ბიზნესი საკმაოდ დააზარალა, რადგან საგრძნობლად იმატა მასალის ფასებმა და გართულდა მომწოდებლებთან თანამშრომლობის პროცესი. პროექტი კერძო ინვესტიციით განახორციელდა.

წარმოების მასშტაბის გაზრდას და საქართველოს ბაზარზე არსებული გეგმების შესრულების შემდეგ, „კურკას“ სამოამვლო გეგმა პროდუქციის ექსპორტზე გატანაა.  

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023