ბიზნესი
03/08/2020

"სანდუა“ წლის ბოლომდე ბაზარზე ეგზოტიკურ რძის პროდუქტებს გამოიტანს

ქართული ქილის მაწვნის მწარმოებელი კომპანია „სანდუა“ წლის ბოლომდე ეგზოტიკურ რძის პროდუქტების წარმოებას დაიწყებს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა საბა სახვაძემ. მათ შორის იქნება თხის მაწონი, ყველი და ასე შემდეგ.

კომპანიაში  განსახორციელებელ ინვესტიციაზე ვერ საუბრობენ, რადგან ამ დროისთვის კალკულაციის პროცესი მიმდინარეობს. „სანდუა“ ამ ეტაპისთვის ორი სახის მაწონს აწარმოებს. კერძოდ, კამეჩის მაწონი და მაწონი თაფლით (კამეჩის მაწვნის და  ძროხის მაწვნის კომბინაცია თაფლით).

როგორც სახვაძე აცხადებს, კომპანია კამეჩის და ძროხის რძეს ადგილობრივებისგან იბარებს. თუმცა, სამომავლოდ ფერმის მშენებლობასაც გეგმავს.

პანდემიამდე კომპანია პროდუქტის რეალიზაციას თბილისში რამდენიმე მსხვილ ქსელურ მარკეტში, გუდვილსა და ვაკის ბაზარ-ბისტროში ახდენდა. დღეს რითეილთან თანამშრობლობა შეჩერებულია, კომპანია ქსელურ მარკეტებთან ისევ აწარმოებს მოლაპარაკებებს და იმედოვნებს, უახლოეს კვირებში „სანდუას“ პროდუქტი  მსხვილ ქსელებში ისევ აქტიურად გაიყიდება. უახლოეს მომავალში კომპანია თანამშრომლობას HoReCa-ს სექტორთანაც გეგმავს.

სახვაძის ინფორმაციით, ქართული ტრადიციული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია ოზურგეთის რაიონში მზადდება. პროდუქტი 450 მილიგრამიან თიხის ქილებში იყიდება.

„ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი და მოგვეწოდებინა იგი ავთენტური, ბუნებრივი შეფუთვით, რომელიც განსაკუთრებულად ინარჩუნებს მის გემოვნურ თვისებებს“, -აცხადებს სახვაძე.

კითხვაზე, რატომ გააკეთა კომპანიამ აქცენტი კამეჩის მაწვნის წარმოებაზე, სახვაძე აღნიშნავს, რომ  ეს ნიშა კვლევამ აჩვენა. „ბაზარზე მოთხოვნა იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც წარმოება დავიწყეთ, მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა. დავაკვირდით, რომ კამეჩის მაწონი იყიდებოდა უბნის მაღაზიებში, საშინელ მდგომარეობაში, კუსტარულად მომზადებული, საშინელი შეფუთვით. მიუხედავად ამისა მაინც მოთხოვნადი იყო. გადავწყვიტეთ გვეწარმოებინა ჯანსაღი, სუფთა და დაბრენდილი სახით პროდუქტი“, -აცხადებს  სახვაძე.

რაც შეეხება კომპანიის და ბრენდის სახელწოდებას, სახვაძის ინფორმაციით, „სანდუა“ მთიან რაიონში (განსაკუთრებით ხევსურეთში) ქალის სახელია და სანდოს ნიშნავს, მაწვნის ისტორია კი სათავეს ხევსურეთში იღებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023