ბიზნესი
03/12/2020

საოჯახო ბიზნესად ქცეული “საპნის ატელიე“

„საპნის ატელიე“ მომხმარებელს 100% ნატურალური ხელნაკეთი საპნების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ზაზა ბოღლოციშვილი, რომელიც „საპნის ატელიეს“ დამფუძნებელია ამბობს, რომ საოჯახო საწარმო თბილისში მდებარეობს.

მან ოჯახის საჭიროებებიდან გამომდინარე გადაწყვიტა ჰიგიენის ქარხნულ ნაწარმზე უარი ეთქვა და ნატურალური, მცენარეული პროდუქტით ჩაენაცვლებინა, რომელსაც თავად შექმნიდა.

„სხვადასხვა ინფორმაციის მოძიებით და შესწავლით მივხვდი, რომ ეს შესაძლებელია. შევისწავლე დამზადების ტექნოლოგიები, სხვადასხვა ცხიმის, ინგრედიენტისა და მცენარეული ნედლეულის თვისებები. პირველმა საპონმა კარგი შედეგი მოგვცა. შემდეგ გავავრცელეთ მეგობრებში, მოწონება დავიმსახურეთ  და თავისთავად მოვიდა იდეა, რომ ეს საქმიანობად, საოჯახო ბიზნესად გვექცია. ოჯახში ვართ 6  წევრი და ყველას გადანაწილებული გვაქვს ჩვენი ფუნქციები. წარმოებისთვის საჭირო ყველა ინვენტარი დავამზადეთ ჩვენ თვითონ, მოვიფიქრეთ სახელი „საპნის ატელიე“, შევქმენით ლოგო და უკვე ერთ წელიწადზე მეტია ჩვენი საწარმო წარმატებით მუშაობს,“ – აღნიშნავს კომპანიის დირექტორი.

როგორც ბოღლოციშვილი განმარტავს, ამჟამად კომპანია პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით ყიდის. 

„საპნის ატელიეში“ 15 დასახელების საპონი იყიდება, ერთი ნაჭრის ფასი 10-12 ლარია. როგორც ბოღლოციშვილი აცხადებს, სამომავლოდ დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტზე გატანაც.

“საწყის ეტაპზე პროდუქციის რეალიზება ონლაინ, სოციალური ქსელის მეშვეობით ხდებოდა, შემდგომში კი გვქონდა შემოთავაზებები აფთიაქებიდან, ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებიდან, რომლებთანაც წარმატებით ვთანამშრომლობთ,“ - აცხადებს ზაზა ბოღლოციშვილი.

მისივე განმარტებით, ძირითადი ნედლეული არის ცხიმები, რომლისგანაც საპონი იქმნება. ასევე, სამკურნალო-კოსმეტიკური თიხები, რომლებიც საქართველოში მოიპოვება. მათ შორის, ასკანის ბენტონიტური თიხა, ახტალის სამკურნალო ტალახი, და მრავალფეროვანი მცენარეული ნედლეული.

„საპონს ვამზადებთ  „ცივი მეთოდით“, ეს ნიშნავს, რომ საპნის დამზადების პროცესი მიმდინარეობს 35-40 C-ზე, ამ დროს მაქსიმალურად არის შენარჩუნებული გამოყენებული ინგრედიენტების თვისებები.“ – აღნიშნავს ზაზა ბოღლოციშვილი.

„საპნის ატელიე“ ბაზარზე დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გამოჩნდა. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023