ბიზნესი
23/06/2021

საოჯახო ტექსტილის ქართულმა ბრენდმა Lin&Me წარმოება გააფართოვა

პირველი ქართული საოჯახო ტექსტილის ბრენდმა Lin&Me, რომელიც მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის პროდუქციას სთავაზობს, პანდემიის მიუხედავად საკუთარი საწარმო გახსნა და პროდუქციის ასორტიმენტი გააფართოვა.

Lin&Me-ს მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ ზუბიაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ თეთრეული 100% ბამბის ნატურალური ტექსტილისგან მზადდება.

"ვაწარმოებთ კოტონის და სატინის მოდელებს, რომლებიც მუდმივად ინარჩუნებს ფერს და ფორმას. ჩვენი ახალი მიმართულების პროდუქცია, სუფრები და წინსაფრები კი მზადდება წყალგაუმტარი, უმაღალი ხარისხის ტექსტილისგან. მათი დიზაინი სადა და დახვეწილია, სწორედ ამან განაპირობა მომხმარებლის მხრიდან დიდი ინტერესი და გამოხმაურება. პროდუქცია ჩვენ საწარმოში მზადდება, იფუთება და უფასოდ იღებს მომხმარებელი საქართველოს ნებისმიერ წერტილში", - განმარტავს მარიამ ზუბიაშვილი.

Lin&Me-ს პროდუქცია თბილისში, კომპანიის საწარმოში მზადდება, თითოეული მოდელი ინდივიდუალურია. 

ბრენდი უკვე რამდენიმე ხაზს აერთიანებს: საწოლის თეთრეული როგორც სტანდარტული, ისე არასტანდარტული მომხმარებლის სურვილზე მორგებული ზომებით; საბავშვო თეთრეულის ხაზი - 100% ბამბის ნატურალური ქსოვილით დამზადებული; მაგიდის წყალგაუმტარი გადასაფარებლები, ჩაის ტილოები და წინსაფრები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023