ბიზნესი
11/08/2023

"საპონერია" ხვალ ახალ ფილიალს ხსნის

ბუნებრივი შემადგენლობის, პრემიუმ ხარისხის ხელნაკეთი საპნებისა და სპა საშუალებების მწარმოებელი კომპანია “საპონერია“ ქსელს აფართოებს და ხვალ, ბათუმში ახალ ფილიალს ხსნის.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ანა კაჭკაჭიშვილი "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მაღაზიის სრულად მოწყობისთვის დაახლოებით 25 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

მისი ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში  მიმდინარეობს კომპანიისათვის რიგით მესამე ფილიალის გახსნაზე მუშაობაც,  რომელიც აეროპორტის "დიუთი ფრი“ ზონაში, სექტემბერში უნდა გაიხსნას, რომელშიც კომპანიის დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ ასევე 25 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელოს.

"მაღაზიაში, რომელიც აეროპორტში განთავსდება, ტურისტული ხაზით იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ღვინის მიმართულება ექნება. აღნიშნული კი, ქართული ღვინის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს."-აცხადებს კაჭკაჭიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ქსელის გაფართოებასთან ერთად, სექტემბრიდან გაყიდვაში თმის ხაზის პროდუქციაც ჩაეშვება, სადაც როგორც შამპუნი, ასევე თმის ნიღბები და ზეთები იქნება წარმოდგენილი.

ამას გარდა, სექტემბრის თვიდან back to school მიმართულებით, ბავშვის ხაზის ამოქმედებაც იგეგმება, რაშიც ე.წ. პლასტელინის საპნები, აბაზანის სახატავი საპნები და სხვა პროდუქცია შევა.

მიმდინარე წლის განმავლობაში კი, „საპონერიას“ სახის საპნები GPC-ის აფთიაქებში განთავსდება  და მომხმარებელს მისი შეძენა უკვე სააფთიაქო ქსელშიც შეეძლება.

რაც შეეხება ექსპორტს, კაჭკაჭიშვილის თქმით, კომპანიას პროდუქცია მცირე რაოდენობით საბერძნეთსა და შვედეთში გააქვს, თუმცა სამომავლო პერსპექტივაში იგეგმება Etsy-სა და Amazon-ის პლატფორმების მეშვეობით პროდუქციის რეალიზაცია და ონლაინ გაყიდვების მიმართულებით გააქტიურება.

„საპონერიას“ დამფუძნებელი კადრების დეფიციტზეც საუბრობს და განმარტავს, რომ განსაკუთრებით რთულია კვალიფიციური კადრის მოძიება კოსმეტიკური მიმართულებით, ამას გარდა არაა რეგულირებადი სექტორი და შესაბამისად, ქართული კოსმეტიკის ხარისხიც დაბალია.

ცნობისთვის, „საპონერიაში“  50-მდე სახეობის ხელნაკეთი პროდუქტი იყიდება, აქედან 20-მდე სახეობის საპონია. პროექტის შექმნისათვის კი, კომპანიამ "პირველი არხის სატელევიზიო შოუ “შარქ თენქ საქართველოსგან" 80 000 ლარის ინვესტიცია მოიზიდა.

ამჟამად, ბუნებრივი შემადგენლობის, პრემიუმ ხარისხის ხელნაკეთი საპნებისა და სპა საშუალებების მწარმოებელი კომპანია “საპონერიას“ პირველი მაღაზია ვაკეში, არაყიშვილის #8 ნომერში მდებარეობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023