ბიზნესი
23/09/2020

"საპოვნელამ" წლის ბოლოსთვის დაგეგმილი გაფართოება გადადო

მცირე მეწარმეები დამატებითი ინვესტიციების განხორციელებისგან ჯერჯერობით ისევ თავს იკავებენ. ამის მიზეზი ქვეყანაში COVID-19-ის გამო შექმნილი ვითარებაა.

„საპოვნელას“ დამფუძნებლის განმარტებით, კრიზისული ვითარების დასტაბილურების პარალელურად, გაყიდვები ეტაპობრივად ძველ მაჩვენებლებს უბრუნდებოდა, თუმცა ვირუსის შემთხვევების მატებამ სექტემბრში ვაჭრობა ისევ შეაფერხა.

წლის ბოლოსთვის დაგეგმილი გაფართოება „საპოვნელამ“ გაურკვეველი ვადით გადაიწია. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მცირე მეწარმეებს დამატებით ინვესტიციებზე ფიქრი და გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება მხოლოდ მომავალი წლიდან შეეძლებათ.

"იმდენად არაპროგნოზირებადი გარემოა, რომ ადამიანებიც უფრო დაზოგვისკენ არიან უფრო მიდრეკილნი და ეს აისახა ყველა კომპანიაზე, მათ შორის ჩვენზეც. ამის მიუხედავად ვიმედოვნებთ, რომ ეს მალე ჩაივლის, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ჩვენი ამბიციური გეგმების განხორციელება შევძლოთ", - ამბობს "ბიოზნესპარტნიორთან" "საპოვნელას" დამფუძნებელი რუსუდან კბილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "საპოვნელა" 100%-ით ნატურალური, ხელნაკეთ კოსმეტიკასა და სხეულის მოვლის საშუალებებს ამზადებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023