ბიზნესი
04/11/2022

Sartichala Vineyard Management იმპორტირებულ სუფრის ყურძენს ჩაანაცვლებს - კომპანია პროდუქციას ექსპორტზეც გაიტანს

საქართველო ეცდება იმპორტირებული სუფრის ყურძენი სრულად ჩაანაცვლოს და აქ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზეც კი გაიტანოს. კომპანია Sartichala Vineyard Management მესამე წელია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. კომპანიაში ამბობენ, რომ სრულიად განსხვავებული ტექნოლოგიაა სუფრის ყურძნის მოყვანა და ასევე განსხვავებულია ყურძნის ჯიშებიც, საქართველოში კი აქამდე მისი წარმოების გამოცდილება არ არსებობდა. სწორედ ამიტომ, კომპანიამ წარმოებაში იტალიელი ექსპერტები ჩართო და Sartichala Vineyard Management-ის სუფრის ყურძენი საქართველოში უკვე იყიდება.

„ჩვენი მიზანია, საქართველოში სუფრის ყურძნის წარმოება ისე განვავითაროთ, რომ ქვეყანა ამ კუთხით, 90%-ით იმპორტზე დამოკიდებული აღარ იყოს. გარდა ამისა, ვაპირებთ, ჩვენ მიერ წარმოებული ყურძენი მეზობელ ქვეყნებში, ასევე გალფისა და ბალტიის ქვეყნებში ექსპორტზეც გავიტანოთ. მომავალი წლიდან ამ მიზნების მიღწევა უკვე შესაძლებელი იქნება. ამასთან, გვაქვს სამაცივრე მეურნეობაც, შესაბამისად, შეგვიძლია შევინახოთ პროდუქცია და არასეზონზეც მივაწოდოთ ადგილობრივ მოსახლეობას სუფრის ყურძენი“ , - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ჟაკ ფლურიმ - Sartichala Vineyard Management-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა.

საქსტატის მონაცემებით, მთლიანად 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 1,086 მლნ დოლარის ღირებულების 1 171 ტონა ყურძნის იმპორტი განხორციელდა. იმპორტიორი ქვეყნები, ძირითადად - სომხეთი, ნიდერლანდები და თურქეთი არიან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023