ბიზნესი
10/12/2020

სასტუმრო “როიალ ბატონი“ გაფართოებას გეგმავს

„როიალ ბატონის“ გენერალური მენეჯერი ლაშა ხეთერელი სასტუმროს სამომავლო გეგმებზე „ბიზნესპარტნიორს“ ესაუბრა. მისი განცხადებით, სასტუმროს განახლებაზე მუშაობა დაწყებულია.

„ამ ეტაპზე არქიტექტურულ პროექტზე ვმუშაობთ, რომელიც  მზად თებერვლის თვეში იქნება. პროექტი კერძო ინვესტიციით ხორცილდება.ახალი შენობის დამატებას არ ვაპირებთ.ეს იქნება ძალიან საინტერესო და განსხვავებული კონცეფცია. დამატებული იქნება ბევრი ინოვაციური ეკოატრაქცია და აქტივობა, რაც ჩვენს დამსვენებელს კიდევ უფრო მეტი განტვირთვის და ჯანსაღ გარემოში არსებობის პირობას შეუქმნის.“– აღნიშნავს ლაშა ხეთერელი.

„როიალ ბატონი“ თბილისიდან 146 კილომეტრში, კახეთში მდებარეობს. ამ ეტაპზე სასტუმროში 30 ნომერი, ღია აუზი, ტერასა და სხვა სივრცეებია განთავსებული. სასტუმრო ილიას ტბასა და მთებს შორისაა მოქცეული, გამოირჩევა განსაკუთრებული არქიტექტურით.

„რამდენიმე ღონისძიება ჩავატარეთ სასტუმროს ტერასაზე, რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია.ამის გამო როგორც ჩვენი, ასევე გარშემო არსებული სასტუმროები და „გესთ ჰაუსები“ მთლიანად დაჯავშნილი იყო. ვაპირებთ ამ მიმართულების განვითარებას და მოლოდინი გვაქვს, რომ ამით ყვარლისა და კახეთის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება“– აღნიშნავს ლაშა ხეთერელი.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023