ბიზნესი
22/06/2020

სათამაშო ბიზნესზე კონტროლი მკაცრდება - რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებები

სათამაშო ბიზნესი მკაცრად გაკონტროლდება, - ამას ითვალისწინებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში მთავრობის ინიცირებული ცვლილები.

კანონპროექტის მიხედვით, დარეგულირდება საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი (არარეზიდენტი) პირების მოქმედების საკითხი, რომლებიც არ ფლობენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ თამაშების მიწოდების შესახებ ნებართვას.

როგორც საკომიტეტო მოსმენაზე აღინიშნა, ასეთი ოპერატორები ქართულ ბაზარზე საქმიანობენ და მათ მიერ მოწყობილი თამაშები ცალკეულ შემთხვევებში, არ ექვემდებარება კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგულირებას. შესაბამისად, ისინი არც მოსაკრებელს/გადასახადს იხდიან. გართულებულია დადგენა, რამდენად კეთილსინდისიერად ახორციელებენ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, - „ნაკლები ენთუზიაზმი გვაქვს ამ კანონპროექტის მხარდამჭერისთვის, იმის გამო, რომ ჩვენ სოციალურ თემებთან დაკავშირებული სხვა საკითხების განმსაზღვრელი პროექტის მომზადების სურვილი გვქონდა. ამ დღებში ჩვენ გვქონდა კონსულტაცია და მივიღეთ დასტური, რომ რაც შეიძლება მალე გვექნება მსჯელობა მეორე კანონზეც, რომელსაც საზოგადოება ელის, რომელშიც ამ თემის სოციალური ნაწილზეა საუბარი თვითაკრძალვა იქნება თუ სხვა მთელი რიგი საკითხები, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“.

კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023