ბიზნესი
10/06/2021

სათამაშოების მწარმოებელი "კოდალა" დიდი ბრიტანეთის ბაზარზე შედის

სათამაშოების მწარმოებელი კომპანია "კოდალა" დიდი ბრიტანეთის ბაზარზე შედის. როგორც საწარმოს დამფუძნებელმა კოტე სვანაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, საწარმომ ხელშეკრულება გააფორმა ბრიტანულ-ქართულ სავაჭრო ჰაბთან და მიმდინარეობს ბაზრის კვლევა.

„ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში საკმაოდ დიდი წილით შევძლებთ ბრიტანეთის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის შეტანას. გვყავს პარტნიორები, მაგალითად, ადგილობირივი კომპანია, რომელიც აკეთებს ჩვენს მარკეტინგულ გეგმას, თანამშრომლობს მცირე და საშუალო მეწარმეებთან, დაახლოებით 47 000 მაღაზიასთან და ვფიქრობთ, მათი დახმარებით პირდაპირ შევძლებთ გასვლას ინგლისის საცალო მოხმარების ქსელთან,“ - აცხადებს კოტე სვანაძე.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, პანდემიურ პერიოდში საწარმოს გარკვეული მიმართულებების შეცვლა მოუწია.

„მოგვიწია ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგება, პროდუქციის ნაირსახეოების შექმნა, რამაც საოპერაციო ხარჯები გაგვიზარდა და ჩვენი ყველა დანაზოგი და რესურსი მოხმარედა ამ კოვიდ პერიოდის გადატანას,“ - აღნიშნა კოტე სვანაძემ.

„კოდალა“ სოციალური საწარმოა, რომელიც ძირითადად შშმ პირებს ასაქმებს და ხის სათამაშოებს აწარმოებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023