ბიზნესი
11/07/2021

საწვავი გაძვირდა - ნავთობიმპორტიორთა კავშირი მცოცავი აქციზის შემოღების ინიციატივით გამოდის

საწვავი ისევ გაძვირდა - არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საშუალოდ 10, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე კი 7 თეთრით.

ფასის მატების პარალელურად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ინიციატივით გამოდის. გაერთიანებაში ფიქრობენ, რომ ვითარების დასტაბილურება ეგრეთწოდებული მცოცავი აქციზის გადასახადის შემოღებით არის შესაძლებელი.

„სამწუხაროდ ფასები კიდევ გაიზარდა და არც სამომავლო პროგნოზებია მაინცდამაინც პოზიტიური. ყველაზე კარგი სცენარითაც კი ფასების კლება არ განიხილება და კარგი იქნება თუ არსებული ნიშნული მაინც შენარჩუნდა სტაბილურად. მართალია ლარი გამყარდა, მაგრამ საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილი ფასის პირობებში მხოლოდ კურსი დამაკომპენსირებელი ვერ იქნება. ლარი რომ არ გამყარებულიყო კიდევ უფრო მეტად გაძვირდებოდა საწვავი. ერთადერთი გამოსავალი სიტუაციიდან სახელმწიფო სტრუქტურების გააქტიურებაა. ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ სხვა ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას გადმოვიღებთ და დავაწესებთ ეგრეთწოდებულ მცოცავი აქციზის გადასახადს. უნდა განვსაზღვროთ ღირებულების მაქსიმალური წერტილი, რომლის შემდეგაც აქციზი შემცირდება დროებით ვითარების დასტაბილურებისთანავე კი ისევ საჭირო ნიშნულს დაუბრუნდება. როცა პლაცის ფასი კრიტიკულად მაღალი იქნება მაშინ ამოქმედდეს შეღავათის ბერკეტი. გაძვირების გარდა ეს გამოიწვევს იმას რომ აღარ მოხდება საწვავის ფასების ზრდით ინფლაციის პროცესის წახალისება,“ - განმარტავს ვანო მთვრალაშვილი.

დღეის მდგომარეობით ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი რეგულარის ტიპის ბენზინის ღირებულება 2,89-დან 2,95 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 2,78-3 ლარის ფარგლებშია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023