ბიზნესი
08/12/2020

სავაჭრო ქსელები მცირე მეწარმეებს ბარიერებს ხელოვნურად უქმნიან -კომპანია “მილიანო“

მცირე მეწარმეების ნაწილი სავაჭრო ქსელებისგან ხელოვნურად შექმნილ  ბარიერებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. მათი ინფორმაციით, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რის გამოც მათი პროდუქცია დახლებზე ვეღარ ხვდება. ყველის მწარმოებელი კომპანია ,,მილიანოს“  დამფუძნებელი ანა კუხალაშვილი აცხადებს, რომ იმისთვის, რათა  მათი  პროდუქცია  მსხვილი სავაჭრო ქსელების დახლებზე მოხვდეს,  სავაჭრო  ქსელები  საკმაოდ დიდ ფინანსურ  გადასახადს უწესებენ. ქვეყანაში არსებული რთული  ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით კი,  მეწარმეებს  ამ თანხის  გადახდა უჭირთ. 

,,სავაჭრო ქსელების მიერ დაწესებული   ე.წ.   მარკეტინგული  ხარჯი   1000  ლარიდან იწყება და ყოფილა შემთხვევები, როდესაც    ეს თანხა 50 000 ლარსაც აღწევს. ქსელური მაღაზიები  არ ითვალისწინებენ, რომ პანდემიურმა ვითარებამ ჩვენი ფინანსური შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა და აღნიშნულ  გადასახადებზე შეღავათს არ გვაძლევენ. თუმცა, ჩვენი პრობლემები ამით არ სრულდება. სავაჭრო ქსელები 1.5 -2 თვით  გვიგვიანებენ უკვე რეალიზებული პროდუქციიდან მიღებულ თანხას. შესაბამისად, პროდუქციის  წარმოებისთვის ჩვენ მატერიალური სახსრები აღარ გვრჩება და დღეს ფაქტობრივად, გაჩერებული  გვაქვს  წარმოება“ - განაცხადა ანა კუხალაშვილმა

ცნობისთვის,,,მეწარმეთა  კავშირმა“ მთავრობას ოფიციალური  თხოვნით მიმართა, რათა შეიქმნას  არაანაზღაურებადი სამუშაო ჯგუფი, რომელიც  შუამავლის  ფუნქციას შეასრულებს  ადგილობრივ მეწარმეებსა და მსხვილ სავაჭრო ქსელებთან მოლაპარაკების პროცესში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023