ბიზნესი
17/03/2020

სავაჭრო-სამრეწველო პალატის დაფუძნებულ ბიზნეს კვლევების სახლს გიორგი აბაშიშვილი უხელმძღვანელებს

სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ,,ბიზნეს კვლევების სახლი’’ დააფუძნა. ე.წ. Think Thank-ს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საქმეთა დეპარტამენტის ეროვნული კონსულტანტი საქართველოში, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, გიორგი აბაშიშვილი უხელმძღვანელებს.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ორგანიზაციის მუშაობა მიმართული იქნება პრო -ბიზნეს ხედვების ჩამოყალიბებისა და ბიზნესზე გავლენის მქონე გარემოებების ანალიზისკენ. ასევე, შეიმუშავებს ბიზნესის ხელშემწყობ რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობისთვის.

,,კვლევითი სახლის მიზანი იქნება ბიზნეს კვლევების ჩატარება, პოლიტიკის ანალიზი, მიმდინარე მოვლენებისა და გამოწვევების ბიზნესის ჭრილში დანახვა. მათ შორის, კვლევაზე დაფუძნებული პოზიციების ჩამოყალიბება და ლობირება. ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ეკონომიკური და ფინანსური კუთხით საჯარო დისკუსიების, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების ორგანიზების გზით. ამ მიმართულებით, ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ უნივერსიტეტებთან და აკადემიურ წრეებთანაც’’- აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

მისივე თქმით, უმოკლეს დროში მოხდება საბჭოს ფორმირება, რომლის ფუნქცია Think Tank-ის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა იქნება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023