ბიზნესი
27/11/2020

სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

სავაჭრო ცენტრები მთავრობას მოუწოდებენ მათი ფუნქციონირების შეზღუდვა 24 დეკემბრის მაგივრად 15 დეკემბერს მოიხსნას.

"ჩვენს მიერ დასაქმებულია 17 000 ადამიანი, რომელიც ჩვენთან არსებული ობიექტების დაკეტვის შემთხვევაში სამუშაოს გარეშე რჩება. ახალ წელს საკმაოდ რთულ ვითარებაში შეხვდებიან.

ინტენსიური მოლაპარაკებები გვქონდა მთავრობასთან. საუბარი იყო მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებზე, საათების შემცირებასა და რამდენიმე დღის ამოვარდნაზე, თუმცა 24 საათში ეს ყველაფერი შეიცვალა და ფაქტობრივად, სრული "ლოქდაუნის" წინაშე აღმოვჩნდით. ვიზიარებთ, რომ რთული პანდემიური ვითარებაა, მაგრამ მუშაობის საშუალება უნდა გვქონდეს. ჩვენი შეთავაზება ფორმალურად მივაწოდეთ კიდეც წერილობითი სახით მთავრობას.

ჩვენი შეთავაზებაა, რომ 15 დეკემბრიდან ნაცვლად 24 დეკემბრისა 3 იანვრამდე მოგვეცეს მუშაობის საშუალება. ეს შეამცირებს წნეხს სავაჭრო ცენტრებზე. ამავე დროს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენთან განთავსებულმა ობიექტებმა ამოყიდონ პროდუქცია და მომავალი მკვდარი თვეების, ანუ იანვრისა და თებერვლის განმავლობაში შეინახონ საკუთარი თავი და დასაქმებულები. ასევე საუბარია, რომ ამავე პერიოდში მოიხსნას გადაადგილებაზე შეზღუდვა", - განაცხადა "თბილისი ცენტრალის" მმართველი კომპანია GRDC Holding BV გენერალურმა დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023