ბიზნესი
12/10/2020

სექტემბერში ჰუალინგის თიზ-ში საქმიანობით რამდენიმე ევროპული კომპანია დაინტერესდა

აზერბაიჯანული,უკრაინული და არაბთა გაერთიანებული საემიროების კომპანიებთან მიმდინარეობს მოალაპარაკებები ჰუალინგის თიზ-ში საწარმოო და სავაჭრო პროექტების განხორციელების მიმართულებით.  ამის შესახებ ჰუალინგის თიზ-ის კომერციულმა მენეჯერმა გიორგი როგავამ  განაცხადა.

მიუხედავად პანდემიისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური რეცესიისა, სექტემბრის თვეში გამოვლინდა მნიშვნელოვანი მატება სხვადასხვა პროფილის კომპანიების მხრიდან ჰუალინგის თიზ-ის მიმართ ინტერესის გამოხატვის კუთხით. სავაჭრო სფეროში მომუშავე კომპანიებთან ერთად, იკვეთება სხვადასხვა გადამამუშავებელი პროექტების განხორციელების პერსპექტივები ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის ტექსტილის, კოსმეტიკის, ლუბრიკანტების, სამედიცინო დანადგარებისა და პროდუქციის გადამუშავება/წარმოებისა და მათი ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის კუთხით.

სხვა მნიშვნელოვან შეღავათებთან ერთად ჰუალინგის თიზ-ი სთავაზობს კომპანიებს მზა შენობებს უპრეცედენტო შეღავათებით,რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საწყის კაპიტალდაბანდებას საწარმოო პროექტებით დაინტერესებული კომპანიებისთვის, ასევე იმპორტ-ექსპორტიორებისათვის.  მათი მხრიდან გაზრდილი დაინტერესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტიც, ინვესტორების თქმით,  ჰუალინგის თიზ-ში არსებული გამართული ინფრასტრუქტურა და ის უპრეცედენტო შეღავათებია, რაც კომპანიამ ჯერ კიდევ პოსტ - პანდემიურ პერიოდში დაანონსა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023