ფოტო: onestopconsult.co.uk
ბიზნესი
28/12/2022

სემეკი კომპანიებისთვის ჯარიმების გაზრდას გეგმავს

სემეკი კომუნალური მომსახურების სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის ჯარიმების მოცულობის გაზრდას გეგმავს.

მარეგულირებელი შესაბამისი მოთხოვნით პარლამენტს უახლოეს დღეებში მიმართავს.

სემეკი განმარტავს, რომ ზოგიერთი სახის დარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ჯარიმების მაქსიმუმი არაადეკვატურია. შესაბამისად, ჯარიმები უნდა გადაიხედოს და დიდი მასშტაბის დარღვევაზე უფრო მკაცრი სანქცია განისაზღვროს.

„ჩვენ ამ საკითხს ვსწავლობთ და მივმართავთ პარლამენტს. ვფიქრობთ, რომ მხარს დაგვიჭერენ და დიდი მასშტაბის ჯარიმაზე უფრო მაღალი ჯარიმა იქნება, ვიდრე დღეს კანონმდებლობითაა განსაზღვრული. დარღვევები სამივე სექტორში გვხვდება - არიან კომპანიები, რომლებიც ძალიან კარგად ემსახურებიან მომხმარებელს, და არიან კომპანიები, რომელთა დაჯარიმება რამდენჯერმე მოგვიწია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ჯარიმის ზომა არა მხოლოდ ფისკალური ინსტრუმენტი უნდა იყოს, არამედ პრევენციის როლიც შეასრულოს. სწორედ, პრევენციის ფუნქციის კიდევ უფრო წინ წამოწევა გვსურს,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ დავით ნარმანიამ.

დღეს კანონმდებლობით გასაზღვრული ჯარიმის მაქსიმალური ზომა 75 ათასი ლარია. სემეკის შეფასებით, როდესაც კომუნალური კომპანიის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მომხმარებელთა დიდ ჯგუფს ეხება, არსებული ჯარიმის ზომა საკმარისი არ არის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023