ბიზნესი
27/01/2021

"სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ რა შეღავათები შეგვიძლია დავუწესოთ მცირე ბიზნესს გადასარჩენად"

დეპუტატი კახა კახიშვილი მცირე ბიზნესისთვის შეღავათების დაწესებას ითხოვს.

„ვხედავ, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობას დაეხმაროს. თბილისის მერიაც ეხმარება მოქალაქეებს, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს პრობლემები, ეს დაკავშირებულია მცირე ბიზნესთან. საკითხები არის ძალიან რთულად. კერძოდ, სილამაზის სალონები, ბაზრობები და ა.შ. - ამ ადამიანებმა ბოლო ქონება ჩადეს ბანკებში, აიღეს სესხები და ამ სესხებით უზრუნველყოფდნენ ამ ბიზნესის მუშაობას. ბიზნესიდან მოპოვებული თანხებით იკვებებოდნენ და ოჯახს არჩენდნენ. მაგრამ, ამ დროს ფაქტობრივად რა მივიღეთ - დაკეტილია მათი ბიზნესი, სესხი სესხად არის, ამავდროულად ურთულეს პირობებში არიან, საშემოსავლო გადასახადებისგანაც არ არიან გათავისუფლებულები, აღარ ვსაუბრობ კომუნალურ გადასახადებზე. გთხოვთ, ამ საკითხს უფრო სერიოზულად დავუბრუნდეთ, შევხედოთ, რა შეღავათები შეგვიძლია დავუწესოთ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, იმისთვის, რომ უბრალოდ გადარჩნენ. მესმის, ძალიან რთული პერიოდია, გახსნა შეიძლება უფრო მეტ პრობლემასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ თუ არ ვხსნით, ალეტრნატივას რას ვთავაზობთ? ეს არ არის 1 ან 2 თვიანი ციკლი, რომ ადამიანმა აიტანოს, ეს უკვე გრძელდება დაახლოებით 1 წელია და ეს ადამიანები დახურულ რეჟიმში არიან, აგრეთვე დაკისრებულ გადასახადებს იხდიან“,- განაცხადა დეპუტატმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

მან პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა, ეს საკითხები მთავრობასთან გაიაროს და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„მთავრობის წარმომადგენლები ასოციაციებს რომ ხვდებიან, ეს ვიცი, მაგრამ არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც ასოციაციაში გაერთიანებულები არ არიან. მათ სჭირდებათ დახმარება. ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს არცერთი მოქალაქე“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023