ბიზნესი
04/02/2021

სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით სპორტული ინდუსტრია და კერძო ბაღებიც ისარგებლებენ

სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით რესტორნების გარდა სპორტული ინდუსტრია და კერძო საბავშვო ბაღები ისარგებლებენ. ეს გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა.

გიორგი გახარიამ ასევე თქვა, რომ პროგრამით სარგებლობის თხოვნით სახელმწიფოს 2 000-მდე რესტორანმა მიმართა, თუმცა მოთხოვნები მხოლოდ 420-მა დააკმაყოფილა, ამის გამო ტექნიკურ მოთხოვნათა ჩამონათვალი შემსუბუქდება.

"დეკემბერში დამატებით ღონისძიებად მივიღეთ რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა. ის დეკემბრიდან დაიწყო და საკმაოდ დიდი მოთხოვნა აჩვენა. ეს იყო 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირება. დაახლოებით 2 000-მა რესტორანმა მოგვმართა შეღავათის გამოყენების თხოვნით. თუმცა, გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო მოთხოვნები მხოლოდ 420-მა დააკმაყოფილა. დღეს ამ ტექნიკური მოთხოვნების შემსუბუქების გადაწყვეტილება მივიღეთ. მიზანი ის არის, რომ ამ 2000-მა რესტორანმა შეძლოს სახელმწიფოს მხარდაჭერით სარგებლობა.

ასევე ეს ღონისძიება მხოლოდ რესტორნებს არ შეეხება. მასში ჩაერთვებიან სპორტის ობიექტები და კერძო საბავშვო ბაღები. ეს ის ბიზნესებია, რომლებიც ასევე პანდემიის შედეგად დაზარალდნენ",- აღნიშნა პრემიერმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023