ბიზნესი
29/01/2021

შალვა ხეცურიანი: ბრმა დეგუსტაციაზე ღვინის გასინჯვისას მისი ისტორია არ ჩანს, მთავარი გემოა

კორონავირუსმა ღვინის სექტორში გააჩინა „ფანჯრები“, რომლითაც შესაძლოა საქართველომაც იხეიროს, - განაცხადა "ბიზნესპარტნიორთან" სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა. შალვა ხეცურიანის განმარტებით ეს არ არის რაიმე გრანდიოზული და ძალიან მსხვილი შესაძლებლობები თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი „თავისუფალი სივრცეების“ გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ღვინის ეკონომიკის პოტენციალი შეუდარებლად მცირეა ვიდრე დიდი ქვეყნების, ვისთანაც კონკურენციაში შესვლა გვიწევს. ჩვენი იარაღები, რითიც ამ ფანჯრების ათვისება შეგვიძლია ძალიან ცოტაა. ერთი უპირატესობაა საქართველოსთვის - ღვინის წარმოების დიდი ისტორია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მთავარი პრიორიტეტი ღვინოში გემოა, რომელიც სწორ მეღვინეობაზე და მევენახეობაზეა დამოკიდებული. ამ მიმართულებით კი საქართველოში ღვისნი მწარმოებელ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ჩამოვრჩებით. ღვინის ბაზრები ისე არ არის მოწყობილი რომ მომხმარებელმა ღვინო მხოლოდ ისტორიის გამო იყიდოს. ემოციას და დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მთავარი პროდუქტის შეძენისას მაინც გემოა. როდესაც თქვენ ბრმა დეგუსტაციაზე სინჯავთ ღვინოს იქ მისი ისტორია არ ჩანს,“ - შალვა ხეცურიანი - საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი

სომელიეთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ ქვეყანას ღვინის მიმართულებით ახალ საფეხურზე სჭირდება ასვლა, რისთვისაც პირველ რიგში მეღვინეებისა და მევენახეების განათლების დონის ამაღლებაა საჭირო.

„თავი და თავი ყველაფრის არის განათლება, სადაც მძიმე მდგომარეობაა. ჩვენ უნდა ვიყიდოთ ტვინები ამ მიმართულების განსავითარებლად და ეს საერთოდ არ გვართმევს ქართველობას და მით უმეტეს ღვინის სამშობლოს სტატუსს. განათლების ყიდვა არ ნიშნავს ვინმესგან რაიმეს გადმოღებას, მაგრამ უფრო გამოცდილი ქვეყნებისგან საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება გაგვაძლიერებს. ჩვენ ვერ განვაცვიფრეფთ მსოფლიოს დიდი მოცულობის ღვინის წარმოებით, აქცენტი სხვა დეტალებზე უნდა გაკეთდეს,“ - შალვა ხეცურიანი - საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი

გაერთიანების ინფორმაციით გარდა  წარმოებისა ქვეყანას რთული მდგომარეობა აქვს ღვინის ტურიზმის მიმართულებითაც. ასოციაციაში განმარტავენ, რომ სწორება უფრო მაღალმხარჯველუნარიანი დამსვენებელისკენ უნდა იყოს მიმართული და მხოლოდ მეზობელ ქვეყნებზე გათვლების გაკეთება არასწორია.

პრობლემების მოგვარების ერთ-ერთ გზას სომელიეთა ასოციაციაში უცხოელ ექსპერტთა ჯგუფის დაქირავებაში ხედავენ. გაერთიანებაში განმარტავენ, ცოდნის შემოსატანად და საჭირო სტრატეგიის შესამუშავებლად ქვეყანამ უცხოელი სპეციალისტებისგან გამოცდილების გასაზიარებლად აქტიური კამპანია უნდა დაიწყოს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023