ბიზნესი
29/03/2021

შარმ-ტრეიდინგი: ლარის კურსის 3.5-იანი ნიშნულის შემდეგ პროდუქციის გაძვირება მოგვიწევს

სადისტრიბუციო კომპანია „შარმ-ტრეიდინგის“ ხელმძღვანელი ვახტანგ საძაგლიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ლარის გაუფასურებასა და მისგან გამოწვეულ რისკებზე საუბრობს.

მისი ინფორმაციით, პიკური კურსი, რის შემდეგაც რითეილ სექტორს ფასების გადახედვა მოუწევს, 3.5-იანი ნიშნულია.

“ფასები ბოლოს მიმდინარე წლის თებერვალში გავზარდეთ. ახლა გადახედვას ჯერ-ჯერობით არ ვაპირებთ, ვფიქრობთ, რომ მოგების შემცირების ხარჯზე გავიტანთ ამ პერიოდს. ხელშეკრულებებში 3.35-იანი კურსი გვაქვს დაფიქსირებული. ძალიან რთულია ასეთ სიტუაციაში მუშაობა. ნებისმიერი იმპორტიორი დამოკიდებულია გაცვლით კურსზე, რადგან ყველაზე დიდი კომპონენტი ფასწარმოქმენაში გაცვლითი კურსია,“ - აცხადებს საძაგლიშვილი.

როგორც ცნობილია, კომპანია დისტრიბუციას უწევს ისეთ პოპულარულ ბრენდებს, როგორებიცაა: Unilever, Henkel, Schwarzkopf&Henkel, Eczacibasi, Tchibo, SCA, Carlsberg, 3M და სხვა.

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, ლარი ბოლო დღეებია უფასურდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.3649-ით დაიწყო, 14:40 საათისთვის 1 დოლარი 3.3800-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის გამოქვეყნებული მონაცემებით, 28 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3718 ლარი შეადგინა.

შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.4200 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.3400 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის  ყიდვა 3.3600 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.4000 ლარად.

შეგახსენებთ, 2021 წლის დაწყებიდან დღემდე სებ-ს სულ $160 მლნ-ის ინტერვენცია აქვს განხორციელებული. COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა პანდემიურ 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023