ბიზნესი
25/12/2020

"შატო სვანიძის" ღვინოები ონლაინ პლატფორმებზე უკვე ხელმისაწვდომია

კომპანია "შატო სვანიძის" ღვინოები ონლაინ   პლატფორმებზე უკვე ხელმისაწვდომია. COVID-19-ის პანდემიის ფონზე, როდესაც ბიზნესის ნაწილს შეზღუდვების პირობებში უწევს ოპერირება, "შატო სვანიძემ" გადაწყვიტა, ონლაინ გაყიდვების მიმართულებით გააქტიურდეს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ღვინოები ამ გზითაც მიაწოდოს.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა, „შატო სვანიძე“ არსებულ გამოწვევებს წარმატებით უმკლავდება და რეალიზაციის მაჩვენებელს ზრდის. მით უფრო, რომ წინასაახალწლო დღეებში ალკოჰოლურ სასმელებზე მოთხოვნა მზარდია.

"შატო სვანიძე" უკვე აქტიურად თანამშრომლობს ონლაინ-პლატფორმასთან და წინასაახალწლოდ საკუთარ მომხმარებელს გარკვეულ ფასდაკლებებსაც სთავაზობს.

„შატო სვანიძე“ აქტიურად იმკვიდრებს ადგილს, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზეც და აუცილებელია, რომ ეს ტემპი პანდემიის პირობებშიც არ დავარდეს, ამიტომ ამ პერიოდშიც კი, ღვინის საზღვარგარეთ გატანაზე ვმუშაობთ, რაც შეეხება ადგილობრივ  ბაზარს, მომხმარებელს  წინასაახალწლოდ ფასდაკლებებს და აქციებს ვთავაზობთ ’- განაცხადა გიორგი სვანიძემ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ კონკურსებში. საერთაშორისო გამოფენა–გაყიდვის „PRODEXPO“-ს ფარგლებში, სადეგუსტაციო კონკურსზე „შატო სვანიძის“ ღვინომ „PRODEXPO“-ს ვარსკვლავი – გრან-პრი და ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.

"შატო სვანიძე" წელიწადში 50 ათას ბოთლ ნატურალურ ღვინოს აწარმოებს, კერძოდ 14 სახეობის პროდუქციას: საფერავს, მუკუზანს, რქაწითელს, მწვანე ქისს და ა.შ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023