ბიზნესი
24/03/2020

შავლეგ მიშველაძე: საქართველოს უმსხვილესი ნავთობკომპანიები გამოწვევების საპასუხოდ მზად არიან

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი, ქვეყნის უმსხვილესი ნავთობკომპანიები სრულად ახორციელებენ საკოორდინაციო საბჭოს მითითებებს და იმავდროულად ყოველდღიურად, დაუღალავად და პირუთვნელად დგანან თითოეული მოქალაქის სამსახურში“ – აცხადებს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი, შავლეგ მიშველაძე.

„სოციალური პასუხისმგებლობა და მაღალი სამოქალაქო შეგნება უკვე წლებია ბრენდული ნავთობკომპანიების ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ასე იყო ქვეყნისათვის რთულ ყველა ეტაპზე – ასეა ახლაც! განსხვავებაა ისაა, რომ დღეს სერვისთან, უსაფრთხოებასთან და ხარისხთან ერთად, უპირველეს სიბრტყეზე მომხმარებლის – თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობამ გადმოიწია. უმოკლეს ვადებში, მცირე შეფერხებებისა და ლოგისტიკური სირთულეების დაძლევის შემდეგ   ბრენდული გასამართი სადგურები ადაპტირდა COVID 19-საგან თავდასაცავი პირველადი საშუალებებით. მთელი საქართველოს მასშტაბით გასამართ სადგურებზე განთავსდა სადეზინფექციო სითხეები, პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებები, ხელთათმანები. პერსონალს დამატებით განემარტა თავდაცვის თითოეული საშუალების მნიშვნელობა. სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილების შეზღუდვის პირობებში, მომხმარებლების უსაფრთხო კომფორტის უზრუნველსაყოფად, ბრენდული ნავთობკომპანიები საჭიროების შემთხვევაში ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ გასამართი სადგურების თანამშრომელთა ტრანსპორტირებას როგორც ავტომაგისტრალების მიმდებარე ობიექტებზე, ისე სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში. შეფერხების გარეშე მიმდინარეობს ნავთობპროდუქტების იმპორტი, შიდა ლოგისტიკური გადანაწილება და მიწოდება გასამართ სადგურებამდე.  მომწოდებელი ქარხნების ქვეყნებში მოვლენების შესაძლო განვითარების მიხედვით დამუშავებულია ნავთობპროდუქტების მოწოდების ალტერნატიული მარშრუტები“ – განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023