ბიზნესი
03/09/2020

შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა - გიორგი გახარია პროგრამაზე "იმუშავე საქართველოდან“

შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, - განაცხადა გიორგი გახარია პროგრამაზე „იმუშავე საქართველოდან“.

პრემიერის თქმით, საქართველოს 200-ზე მეტი განაცხადი აქვს უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დაწყებული აშშ-ით და დამთავრებული სინგაპურით.

გახარიამ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაავალა, კიდევ უფრო გააძლიეროს ამ პროგრამის შესაძლო ბენეფიტები.

„იმუშავე საქართველოდან - ეს იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივა. არსი მდგომარეობს იმაში, რომ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვირუსის მართვის თვალსაზრისით, ჩვენ შევთავაზეთ 95 ქვეყნის მოქალაქეებს 180 დღით, მინიმუმ, საქართველოდან დისტანციურად გააგრძელონ თავიანთი შრომა. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა,“ - აღნიშნა პრემიერმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023