ბიზნესი
04/10/2021

შემოწმებული 1553 დასახელების სათამაშოდან ნახევარი ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს

ეკონომიკის სამინისტრო სათამაშოებზე ზედამხედველობის პროცედურებს აქტიურად აგრძელებს. რეგლამენტის ამოქმედებიდან დღემდე საბაჟოზე სულ შემოწმდა 1553 დასახელების სათამაშო, საიდანაც 49.5%-მა ვერ დააკმაყოფილა.

„2020 წლიდან ტექნიკური რეგლამენტის აღსრულებითი ნაწილის ძალაში შესვლამდე, 2021 წლის 1 ივლისამდე, განხორციელდა შემოწმებული სათამაშოების შესაბამისობაში მოსაყვანად გაიცა რეკომენდაციები.

ჯამში ადგილობრივ ბაზარზე 125 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებული 394 ტიპის სათამაშო შემოწმდა, რაც მოიცავდა სათამაშოების როგორც დოკუმენტურ ისე ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას, ამასთანავე 22 სათამაშო გაგზავნილ იქნა საზღვარგარეთ აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ქიმიურ შემადგენლობაზე შემოწმების მიზნით, კერძოდ კი შემდეგ მძიმე ქიმიურ ელემენტებზე: ტყვია, ალუმინი, ნიკელი, დარიშხანი, ბორი, ბარიუმი, სტიბიუმი, კობალტი. საიდანაც ორ სათამაშოში, კერძოდ ტყლარწებში, აღმოჩნდა, რომ ბორის შემცველობა ბევრად აღემატებოდა დასაშვებ ლიმიტს, შესაბამისად ვერ დააკმაყოფილა სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტექნიკური რეგლამენტის აღსრულებითი ნაწილი ძალაში შევიდა 2021 წლის 1 ივლისს და ამ დროიდან უკვე სავალდებულო გახდა რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუმცა, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, არ ხდება სათამაშოების უშუალოდ ბაზარზე, რეალიზაციის ადგილებში შემოწმება და მხოლოდ საბაჟოზე ხორციელდება იმპორტით შემოსული სათამაშოების დოკუმენტური ზედამხედველობა. ამ ფორმით სულ შემოწმდა 1553 დასახელების სათამაშო, საიდანაც 49.5%-მა ვერ დააკმაყოფილა ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები და, შესაბამისად, არ მოხდა მათი დაშვება საქართველოს ბაზარზე განსათავსებლად,“ - განმარტავს ეკონომიკის სამინისტროს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს სამომხმარებლო პროდუქტებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ნიკო ფილფანი.

შეგახსენებთ, რომ სათამაშოებზე ზედამხედველობის პროცედურები 2020 წლის იანვრიდან დაიწყო.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023