ბიზნესი
24/01/2023

შესაფუთი მასალების მწარმოებლები ევროკავშირში ექსპორტს იწყებენ

საქართველოში წარმოებული შესაფუთი მასალების ექსპორტი იზრდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ “შესაფუთი მასალების კლასტერის“ თანადამფუძნებელმა სალომე ქარელმა განუცხადა, ძირითადი საექსპორტო ბაზრები სომხეთი და აზერბაიჯანია, თუმცა, მზარდია მოთხოვნა ევროპის ქვეყნებშიც.

„გასულ წელს ვიყავით გამოფენაზე ევროკავშირში და ნახეს მსხვილმა იმპორტიორმა კომპანიებმა, რომ საქართველოში წარმოებული შეფუთვები ევროკავშირში წარმოებულს არ ჩამოუვარდება და ევროკავშირის მოთოვნებს აკმაყოფილებს.

ამიტომ, საქართველო შეიძლება იყოს კონკურენტუნარიანი სხვა ევროპული ქვეყნების შეფუთვების მწარმოებლებთან. ძირითადად, მოთხოვნა არის ისეთ ნედლეულზე, რომელიც უსაფრთხოა როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვის. ევროკავშირში საკმაოდ მკაცრი სტანდარტი აქვთ, რისი შესრულებაც საკმაოდ ძვირია და ეძებენ ალტენატიულ შეფუთვებს, რაც უფრო მრავალჯერადი გამოყნების შეფუთვების მოძიებას უკავშირდება. საქართველოს ამ კუთხით შეუძლია საკუთარი პროდუქციის გატანა. ასევე, აქვს შესაძლებლობა ლოგისტიკურ ჯაჭვში არსებული ცვლილებებითაც ისარგებლოს და ევროპაში საკუთარი პროდუქციის ექსპორტი დაიწყოს“- აცხადებს სალომე ქარელი.

მისი განმარტებით, მას შემდეგ რაც ქართველ მწარმოებლებს ჩინეთიდან ნედლეულის ტრანსპორტირება გაურთულდათ, თურქეთის ბაზარზე გადაერთნენ, სადაც ნედლეული შედარებით უფრო ძვირია, მაგრამ უფრო ხარისხიანიც. შესაბამისად, ეს სექტორი ერთ-ერთი პირველია, რომელიც დიაგონალური კუმულაციით სარგებლობს და თურქეთიდან შემოტანილი ნედლეულით დამზადებული პროდუქტის ექსპორტზე გატანას იწყებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023